ოქროს ბაზრის განვითარების პროექტი

საქართველოში ოქროს ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი უშვებს საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტს ოქროს სერტიფიკატს, რომელიც არის ეროვნული ბანკის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომლითაც ეროვნული ბანკი ვალდებულია მისი განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი.