ოქროს სერტიფიკატები

TGX-ზე სავაჭროდ დაშვებულია ორი საინვესტიციო პროდუქტი:
  • ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი GIC
  • ოქროს ზოდის სერტიფიკატი GBC

სერტიფიკატის შეძენა ადასტურებს თქვენს მიერ ოქროში ინვესტიციის განხორციელებას. სერტიფიკატი ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას ინვესტორის მიმართ:
  • ნებისმიერ დროს დაიბრუნოს სერტიფიკატი 
  • მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ოქროს სტანდარტიზირებული ზოდი.

სერტიფიკატი 100%-ით გარანტირებულია ეროვნული ბანკის საცავში არსებული ოქროს ზოდებით ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში არსებულ ოქროს ანგარიშებზე შესაბამისი ოქროს მოცულობით.

ოქროს საინვესტიციო GIC და ოქროს ზოდის სერტიფიკატების GBC განმასხვავებელი ნიშნებია:
  • ნიმინალი;
  • გარანტიის ფორმა;
  • განაღდების (ოქროს ფიზიკური გატანის) ვადა.

ეროვნული ბანკის გარანტია:

• ოქროს ზოდის სერტიფიკატი GBC გარანტირებულია ეროვნული ბანკის საცავში არებული შესაბამისი ოქროს სტანდარტიზირებული ზოდებით 

• ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი GIC გარანტირებულია უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში არსებულ ოქროს ანგარიშებზე განთავსებული ოქროს მოცულობით.

ოქროში ინვესტირების ორივე შესაძლებლობა, GBC და GIC სერტიფიკატები, იმართება სახელმწიფო რეზერვების მართვის პრინციპებით.

ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი   GIC


ემიტენტი

საქართველოს ეროვნული ბანკი

გარანტია

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვადა

უვადო

ნომინალი

1 უნცია

სავაჭროდ დაშვებული ოდენობა

განუსაზღვრელი

გამოსყიდვა

ემიტენტის მიერ, მისივე ფასით *

      
       * განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ოქროს სერტიფიკატების გაყიდვაზე და/ან გამოსყიდვაზე

 

ოქროს ზოდის სერტიფიკატი   GBC

 


ემიტენტი

საქართველოს ეროვნული ბანკი

გარანტია

საქართველოს ეროვნული ბანკი

ფიზიკურად განთავსებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში

შენახვის პირობები

უფასო მიმდინარე შეთავაზებაზე

ვადა

უვადო

ნომინალი

20 გრამი

სავაჭროდ დაშვებულია რაოდენობა

შეზღუდული

გამოსყიდვა

ემიტენტის მიერ, მისივე ფასით *


              * განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ოქროს სერტიფიკატების გაყიდვაზე და/ან გამოსყიდვაზე

ოქროს სერიფიკატების ყიდვა ან გაყიდვა ხორციელდება TGX ბროკერების საშუალებით.